თავში

250 000 ადამიანი უმუშევარი გვყავს - რესტორატორები

250 000 ადამიანი უმუშევარი გვყავს - რესტორატორები
250 000 ადამიანი უმუშევარი გვყავს - რესტორატორები

"10 000 კვების ობიექტიდან მხოლოდ 700-მდე მუშაობს და მათგან ღია სივრცე 10%-ს აქვს. ბიზნესი თუ არ ამუშავდა, არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს. 250 000 ადამიანი უმუშევარია," - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით,. მისივე თქმით, ყველა მათგანი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გახსნას ვერ ახერხებს.

„ქვეყანაში გვაქვს რთული სამკუთხედი: ეკონომიკური კრიზისი, კოვიდ კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. ამ სამკუთხედის გახსნის ერთადერთი შესაძლებლობა ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იგივე სამთავრობო გუნდია, მათ საშუალება ეძლევათ ნაბიჯები გადადგან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მისცენ. მგონია, უდავოა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამენ და არსებული შეზღუდვები ეტაპობრივად, მოკლედ დროში შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური აფეთქება გარდაუვალია. დღეს მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტების გახსნა, შემდეგია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა, შაბათ-კვირას ფუნქციონირება და „კომენდანტის საათის“ გადაწევა. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით კარგია, რადგან ლიკვიდაციის პირას მყოფ ბიზნესს შესაძლებლობა მიეცემა ნელ-ნელა აღდგეს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

ცნობისთვის, რესტორნები 15 თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივცეებში შეეძლებათ. დახურულ სივრცეში მუშაობა მათ ისევ ეკრძალებათ. რესტორნები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

ღია სივრცეში სკამების და მაგიდების განთავსება შეუძლია ნებისმიერ კვების ობიექტს. მათ საკუთრების წინ მდებარე ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს თბილისის მერია. თუმცა, შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system