თავში

8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 284.3 მლნ დოლარის ექსპორტი გაიტანა

8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 284.3 მლნ დოლარის ექსპორტი გაიტანა
8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 284.3 მლნ დოლარის ექსპორტი გაიტანა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 284.3 მლნ დოლარის ექსპორტი გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით, 11.9%-ით ნაკლებია. შარშან საქართველომ აზერბაიჯანში დაექსპორტდა 322 644. 3 ათასი დოლარის პროდუქცია.

10.4 პროცენტიანი წილით მთლიან ექსპორში, აზერბაიჯანი საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეორე ადგილზეა. მას 14.3%-ით მხოლოდ ჩინეთი უსწრებს.

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა.  უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 

ჩინეთი (296.6 მლნ. აშშ დოლარი), 

აზერბაიჯანი (284.3 მლნ. აშშ დოლარი),

და რუსეთი (266.0 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულს, ის ასე გამოიყურება:

ზოგადად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system