თავში

აჭარა უკრაინული წყვილის ქორწილისთვის ემზადება

აჭარა უკრაინული წყვილის ქორწილისთვის ემზადება
აჭარა უკრაინული წყვილის ქორწილისთვის ემზადება

ზაფხულში აჭარაში, სოფელ გობრონეთში უკრაინული წყვილის ქორწილია ჩანიშნული. წვეულება აჭარული ტრადიციებით ჩატარდება. ამის შესახებ report.ge-ს საქორწილო ღონისძიების მასპინძელმა, საოჯახო სასტუმრო ,,ზებოს" დამფუძნებელმა, ზებურ ბოლქვაძემ აცნობა. ერთდერთი დაბრკოლება შეიძლება პანდემიური სიტუაცია აღმოჩნდეს. თუკი ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, გობრონეთში 300-კაციანი ქორწილი გაიმართება, რისთვისაც შეკვეთა ზაბურ ბოლქვაძემ უკვე მიიღო. მასპინძელი ცდილობს, უცხოელ სტუმრებს საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ქართული პროდუქტი შესთავაზოს.

ასეთი ქორწილი, როგორც ზებურ ბოლქვაძე ამბობს, სოფელში 20 წელია, არ ჩატარებულა. 

,,პანდემიური მდგომარეობა თუ გამოსწორდება და იმ დროისთვის შეზღუდვები არ დაგვაბრკოლებს, შევძლებთ ერთი ლამაზი ქორწილი ჩავატაროთ, წმინდა აჭარული ტრადიციით. შარშან 250 -კაციანი ქორწილი გადავუხადეთ უკრაინულ წყვილს. წელს რაოდენობა მეტია, 300 სტუმარს ველოდებით საქორწინო წვეულებისთვის, თუკი პანდემია ხელს არ შგვიშლის, სხვა ვერაფერი დაგვაბრკოლებს. ქორწილი 16 ივლისსაა ჩანიშნული, წვეულება  ძველებური აჭარული ტრადიციით გაიმართება. ცოცხალი მუსიკის - ქართული ფოლკლორის თანხლებით. ამ დროს, თითქმის 20 წელია, სოფელში ტრადიციული ქორწილი არ გამართულა. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვეულებებმა დარბაზებში გადაინაცვლეს, სოფელში ეს ტრადიცია, ფაქტობრივად მოშლილია. წყვილს ნაციონალური სამოსით შევმოსავთ, ძალიან საინტერესო ღონისძიება ელით, რომელიც ბევრისთვის იქნება მაგალითი, ხოლო ჩვენ შეგვეძლება ამით ქართულ სოფელს შორს გავუთქვათ სახელი. ყველა კუთხეს აქვს ამის შესაძლებლობა საქართველოში", - ამბობს ბოლქვაძე.

მისი თქმით, მოეწყობა ქართული სეფა, ნაციონალური შოუ დაიდგმევა. 

,,თანამედროვე ღონისძიებები ყველას არ მოსწონს, ბევრი ტრადიციას აფასებს და ამ მხრივ ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რომელსაც თანდათან მეტი ქვეყანა გაიცნობს. მთავარია, მომხმარებელი არ მოატყუო. თურქეთში მოყვანილი ბოსტნეულითა და გაყინული ხორცით თუ უმასპინძლებ უცხოელებს, არავინ ჩამოვა. ყველგან არის ეს საკვები, გაცილებით იაფადაც იყიდება, მაგრამ ნატურალურ პროდუქტს არაფერი სჯობს, ჩვენი პროდუქცია უნდა შევთავაზოთ. არაფერი დაგვაბრკოლებს, ახლა მთავარია, გზები არ ჩაიკეტოს", - ამბობს ზებურ ბოლქვაძე report.ge- თან. 

შეგახსენებთ, რომ ტურისტებისთვის საქორწინო წვეულების გამართვა MISE ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა. როგორც ატურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკა კვარაცხელია ამბობს, იგი  მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანია, ამაზე მომგებიანი ფორმა ტურიზმში არ არსებობს.

,,ეს არის საქმიანი, დაბადების დღეების, ქორწილების და ივენთების აღსანიშნავი, საფესტივალო და სხვა. აქ მოდიან ადამიანები, წინასწარ დაფინანსებული  და მომზადებულები. ზოგადად, რთულად განსავითარებელი მიმართულებაა, დიდი რესურსი უნდა ჩადო და მაინც არ ხარ დარწმუნებული, რომ გაამართლებს. მოკლედ, განსაკუთრებული კატეგორიაა. ეპიდემიამდე მეტი შესაძლებლობა გვქონდა, რომ MICE ტურიზმი განვითარებულიყო, ამ სიტუაციამ საგრძნობლად დაგვხია უკან, მათ შორის, საქმიანი ტურების მიმართულებითაც", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system