თავში

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა

​აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა. 

პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო. 

ღონისძიებაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში გაწეული საქმიანობისთვის ფერმერები და აგრო მეწარმეები დააჯილდოვეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2019 წელი გამორჩეული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. 

"ძალიან ეფექტურად იქნა ჩატარებული როგორც ნარინჯისფერი რთველი, ასევე ის ღონისძიებები, რომელიც ეხმარება ჩვენს ფერმერებს. სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა განვავითაროთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს“ - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის, ინფორმაციით, 2019 წელს უწყების ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსაზღვრული. აქედან 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი - გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system