თავში

აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 7.2%-ით გაიზარდა

აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 7.2%-ით გაიზარდა
აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 7.2%-ით გაიზარდა

ბ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 7.2%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი.

სემეკის ცნობით, 2019 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (61.3%) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებია წარმოდგენილი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 22.5%, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 16.1% შეადგინა.

სემეკის მონაცემებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 11.5%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა.

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარებაც გაზრდილია 1.8%-ით, წინა წელთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system