თავში

აგრარული ბაზრები დედაქალაქშიც დაიხურა

აგრარული ბაზრები დედაქალაქშიც დაიხურა
აგრარული ბაზრები დედაქალაქშიც დაიხურა

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა.

შეგახსენებთ აგრობაზრები დახურულია რეგიონებშიც.

ცნობისთვის, აგრარული ბაზრების ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევდა სურსათის ეროვნული სააგენტო. 

უწყებამ მონიტორინგის შედეგები სულ რაღაც 5 დღის წინ გაასაჯაროვა,სადაც აღნიშბული იყო, რომ აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში.

ბაზრებისა და ბაზრობების აკრძალვით, შემოსავლის გარეშე დარჩა 45 ათასზე მეტი ადამიანი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ჯამში 45,100 მოვაჭრე არის დასაქმებული, საიდანაც 20 ათასი მოვაჭრე თბილისში არსებულ ბაზრებზე არის დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system