თავში

აგროქულებზე გაცემული სახელმწიფო სუბსიდია 29,5 მლნ ლარს აჭარბებს

აგროქულებზე გაცემული სახელმწიფო სუბსიდია 29,5 მლნ ლარს აჭარბებს
აგროქულებზე გაცემული სახელმწიფო სუბსიდია 29,5 მლნ ლარს აჭარბებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 6 ნოემბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 169,000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები.

დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 29,5 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 23,4 მლნ ლარზე მეტი. 

უწყების ცნობით, აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

ცნობისთვის 23 ოქტომბრიდან დღემდე დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 29,2 მლნ ლარიდან 29,5 მილიონამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, აგროქულები ფერმერებს აგრობარათებზე ერიცხებათ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system