თავში

ფერმერებზე გაცემული სახელმწიფო სუბსიდია 29.2 მლნ ლარს აჭარბებს

ფერმერებზე გაცემული სახელმწიფო სუბსიდია 29.2 მლნ ლარს აჭარბებს
ფერმერებზე გაცემული სახელმწიფო სუბსიდია 29.2 მლნ ლარს აჭარბებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 23 ოქტომბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 167,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. 

უწყების ცნობით, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 29.2 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22.7 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

ორი კვირის წინ დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 28.9 მლნ ლარს აჭარბებდა. 

შეგახსენებთ, აგროქულები ფერმერებს აგრობარათებზე ერიცხებათ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system