თავში

აიტანს თუ არა შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა

აიტანს თუ არა შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა
აიტანს თუ არა შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი ეკონომიკაში დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს ვეღარ გადაიტანს. მისი თქმით, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ლარი, რადგან შეზღუდვების პარალელურად სავალუტო რყევები გაგრძელდება. 

,,ისეთი რთული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა ქვეყანაში, ლარი კიდევ ჯანსაღადაა. ეს დასაწყისია, შეზღუდვების პარალელურად სავალუტო რყევები გახშირდება და ეროვნულ ვალუტას დიდ საფრთხეს შეუქმნის. გარკვეული თეორიული შანსი არსებობს სავალუტო პეკულაციის, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი გადაჭარბებულიცაა, იმდენად რთულ პერიოდს გადის ლარი. კომენდანტის საათია ქვეყანაში და ამას ,,წერტილოვან შეზღუდვებს" უწოდებენ, რაც ძნბელად წარმოსადგენია. მთელი ქვეყანა ხომ არ უნდა გააჩერონ! კომენდანტის  საათის შემოღება უკვე დიდი პრობლემის მომასწავებელია და ეკონომიკაზე უაღრესად ნეგატიური ზეგავლენა ექნება. მით უმეტეს, ჯერ კიდევ გაურკვეველია რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა და დამატებით რა რეგულაციები დაემატება. ეკონომიკას უკვე არ შეუძლია შეზღუდვების გადატანა. ამის რესურსი გაზაფხულზე ჯერ კიდევ იყო, მაგრამ ახლა ყველა შესაძლებლობა ამოწურულია", - ამბობს report.ge-თან ბაირახტარი და დასძენს, რომ ყოველი ახალი შეზღუდვა ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი იქნება. 

,,შეიძლება ყურსასმენის შეძენისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ ეს არის მთლიანი ეკონომიკური ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლი -  ვერ ყიდულობდე და ამას აიტან, მაგრამ გაცილებით მძიმეა ის, რომ ვიღაც ვერ ყიდის პროდუქტს და ეკონომიკაში ფული არ შედის. საერთო მოთხოვნა მცირდება, რაც ეკონომიკისთვის დიდი დარტყმაა. რეალურად ამ რეგულაციებს მძიმე შედეგამდე მივყავართ, ბიზნესისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი კრიზისის მომასწავებელია", - ამბობს პაატა ბაირახტარი. 

ცნობილია, რომ დღეიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება 7 ნოემბერს მიიღეს.

შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარეულეებზე, ასევე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე. 

სულ ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მუშაობის შეჩერება. მისი თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system