თავში

ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება

ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება
ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ექსპერტებმა მომზადებული დოკუმენტების წარდგენა და სახელმწიფო რწმუნებულის პროცესში ჩართულობისა და მისი მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

"არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსება და მდგრადი მართვის" (პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ) კანონპროექტის ფარგლებში შემუშავებულია დაცული ტერიტორიის მმართველობის მოდელი, ზონირების რუკა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო (მანანა) ნარიმანიძე - საქართველოში ჩეხეთის საელჩოს არაგვის პროგრამების მენეჯერს ვოიტეჰ კუბეჩის, პროექტის - "არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსება და მდგრადი მართვის" მენეჯერს მიხაელ ჰოსეკის და ამავე პროექტის ეროვნულ კოორდინატორს კახა ბახტაძეს შეხვდა. 

შეგახსენებთ, 2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა 2 მოსმენით განიხილა კანონი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, რომლის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე შეიქმნას ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი.  აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მხარდაჭერაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჩეხი ექსპერტები.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დასაშვებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system