თავში

აკვაკულტურის წყალსატევების საერთო ფართობი 2.1%ით გაიზარდა

აკვაკულტურის წყალსატევების საერთო ფართობი 2.1%ით გაიზარდა
აკვაკულტურის წყალსატევების საერთო ფართობი 2.1%ით გაიზარდა

საქსტატმა დღეს აკვაკულტურის მეურნეობების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების მიხედვით, 2019 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 4 503.1 ჰექტარი შეადგინა, აქედან ტბორების ფართობმა 2 424.8 ჰექტარს მიაღწია, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით გაიზარდა და 27.9 ჰექტარით განისაზღვრა. 

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსაცავებისა და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ჯამური ფართობი კი 2 050.3 ჰექტარია. 

2019 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა, საერთო ფართობით - 1 603.6 ჰექტარი. სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 475.5 ჰექტარი, იმერეთში 163.0 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 182.8 ჰექტარი შეადგინა. 

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 18.6 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.1 ჰექტარს, აჭარაში - 2.0 ჰექტარს, გურიაში - 1.4 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.7 ჰექტარს არ აღემატება. 

შეგახსენებთ, წყლის ორგანიზმების (თევზი, მოლუსკები, კიბოსნაირები და წყლის მცენარეები) მოშენება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირდება. 25 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 20 წლამდე ვადით. აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება. კანონპროექტი ამოქმედება 2021 წლიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system