თავში

ალიევი: აზერბაიჯანი და ნახიჩევანი ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდებიან

ალიევი: აზერბაიჯანი და ნახიჩევანი ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდებიან
ალიევი: აზერბაიჯანი და ნახიჩევანი ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და ნახიჩევანი ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდებიან.  

,,ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს.  აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ. პირველ ეტაპზე შევეცდებით, რომ მოკლე დროში დასრულდეს განაღმვითი სამუშაოები და მოვახდინოთ მიყენებული ზიანის შეფასება, ამის პარალელურად, ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია ", - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

როგორც REPORT იუწყება, ამის შესახებ პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა მას შემდეგ, რაც მან 14 თებერვალს ლაჩინის რაიონის სოფელ გიულაბირდში აზერბაიჯანის ეროვნული დროშა აღმართა.

,,დღეს საფუძველი ჩაეყარა ჰორადიზ-ზანგილან-აგბენდის სარკინიგზო გზას, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ რკინიგზით უნდა მოხდეს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების გადაყვანა და საქონლის ტრანსპორტირება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს რკინიგზა ნახიჩევანს უკავშირდება. 10 ნოემბერს ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება შეიცავს სპეციალურ დებულებას ნახიჩევანის დერეფნის შექმნის შესახებ.  შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინიციატივით დაწყებული ეს პროექტი წარმატებით დასრულდება. ამდენად, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, აზერბაიჯანი და მისი განუყოფელი ნაწილი - ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა რკინიგზით დაუკავშირდება ერთმანეთს. ამით ჩვენს სტრატეგიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზნებს განვახორციელებთ",- განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system