თავში

ამერიკელ საინვესტიციო კონსულტანტებთან ონლაინ კონფერენცია გაიმართა

ამერიკელ საინვესტიციო კონსულტანტებთან ონლაინ კონფერენცია გაიმართა
ამერიკელ საინვესტიციო კონსულტანტებთან ონლაინ კონფერენცია გაიმართა

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა ამერიკულ კომპანიასთან IBM.

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოდან "აწარმო საქართველოში" აცნობეს.

ონლაინ კონფერენცია გაიმართა კომპანიასთან Plant Location International, რომელიც 2003 წელს ამერიკულმა გიგანტმა კომპანიამ IBM შეიძინა. Plant Location International უკვე 60 წელზე მეტია კონსულტაციას უწევს ინვესტორებს ახალი ლოკაციების არჩევის საკითხში.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში.

კონფერენციაზე მიხეილ ხიდურელმა PLI-ს მენეჯმენტს საქართველოს საინვესტიციო ბიზნესგარემო გააცნო. კერძოდ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და 2.3 მილიარდიან ბაზარზე წვდომიდან გამომდინარე, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა დააინტერესოს ისეთ კომპანიები, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას იმ ქვეყნების ბაზრებზე ახდენენ, სადაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.

PLI-ს მხრიდან ყველაზე დიდი დაინტერესება ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის პოტენციალმა დაიმსახურა, სადაც უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტორი ოპერირებს ბაზარზე. გარდა აუთსორსინგისა, საუბარი შეეხო წარმოებისა სექტორსაც. 

ცნობისთვის, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, განხორციელდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system