თავში

ამერიკის როლი ქართულ ეკონომიკაში

ამერიკის როლი ქართულ ეკონომიკაში
ამერიკის როლი ქართულ ეკონომიკაში

ამერიკა წლებია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მისწაფებას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ. საქართველო აღქმულია, როგორც საიმედო საყრდენი რეგიონში, როგორც სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა. 

აშშ-ისა და საქართველოს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელები ასე გამოიყურება

2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელმოეწერილი საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განმტკიცებულია თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. 

ორმხრივი ურთიერთობა 28 ნაყოფიერი თანამშრომლობის წელს ითვლის, როდესაც არაერთი მნშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.:

1992 წლიდან დღემდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოსთვის 1.8 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოყო. USAID-ის პროგრამების განხორციელების არეალია: ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, საჯარო სექტორის მხარდაჭერა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.

2000-იან წლებში, ევრაზიის რეგიონში მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყველაზე მსხვილი დახმარების მიმღები ქვეყანა. იმ პერიოდში ფინანსური დახმარება გამოყოფილი იყო საზღვრის, საზღვაო და სანაპირო დაცვის გაუმჯობესებისთვის. 

2005 წელს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 295 მილიონი დოლარის გრანტი გამოიყო, რომელიც მიზნად ისახავდა მილსადენების, გზებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ასევე აგრობიზნესის ხელშეწყობას. დახმარება გაიზარდა სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებითაც. 

2008-2009 წლებში რუსეთ - საქართველოს ომის შედეგების გადასალახად აშშ-მა საქრთველოს დამაბიტეთ 1.4 მილიარდ დოლარი გამოუყო, საიდანაც მაგალითად ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარებისათვის გამოიყო - 38 მილიონი დოლარი.

2014-2019 წლებში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ 140 მილიონ დოლარიანი გრანტი გამოყო, რომელიც საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურებოდა. ამავე პერიოდში, საქართველოსთვის არასამხედრო მიზნებისთვის გამოიყო 71 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 90 მილიონი დოლარი.

2019 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 17,7 მილიარდ აშშ დოლარს, იგივე 50 მილიარდ ლარს მიაღწია. მასზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების წილი ქართულ ეკონომიკაში - ტურიზმის, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების და ფულადი გზავნილების კუთხით, ჯამურად 2.5%-ს შეადგენს.

ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ვაჭრობის ახალი მაქსიმუმები დაფიქსირდა და 2019 წელს 522 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა (იხ. დიაგრამა 2), ძირითადად ამერიკული პროდუქციის ექსპორტის ხარჯზე. ამ ეტაპისთვის, საქართველოს აშშ-თან ვაჭრობის ცალმხრივად შეღავათიანი რეჟიმი გააჩნია ე.წ. „GSP“, რომელიც 3 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტზე ვრცელდება. მასთან შედარებით, თავისუფალ ვაჭრობას (რომელზეც მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს), ექსპერტების დასკვნით, ის უპირატესობა აქვს, რომ თითქმის ყველა დასახელების საქონელს შეეხება. გარდა ამისა, ეს რეჟიმი, სპეციალისტების განმარტებით, მუდმივმოქმედია, რაც ინვესტორებისთვის სტაბილურობის გარანტიას ქმნის.

აშშ-ის ქართულ ექსპორტში 2019 წელს: ა) 3.5%-იანი წილით მეცხრე (აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ჩინეთის, თურქეთის და რუმინეთის შემდგომ), ხოლო ბ) იმპორტის კუთხით კი 4.3%-იანი წილით მეშვიდე (თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის და უკრაინის შემდგომ) ადგილი უჭირავს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან ჯამური ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის დინამიკა აშშ-სა და საქართველოს შორის სოლიდურია, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ჭრილში, ის ჯერ ისევ ჩამორჩება სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან ვაჭრობის მოცულობას. ვაჭრობის ახალი სტანდარტი ამ 2 ქვეყანას შორის, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს, სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენდა ამ ურთიერთობას. განსაკუთრებით როდესაც საქართველოს უკვე გააჩნია მსგავსი რეჟიმი, მათ შორის ევროკავშირთან და ჩინეთთან.

2019 წლის მონაცემებით, ქართულ ექსპორტში აშშ-ის მიმართულებით, მიუხედავად მასში რამდენიმე ათეული განსხვავებული პროდუქტის ჩამონათვალისა, ცალსახად ლიდერობს - ფეროშენადნობების, რომელისაც მთლიანი ვაჭრობის 9/10 უჭირავს. აშშ აგრეთვე იგზავნება; ღვინო, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, სპირტიანი სასმელები და სხვა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ კატეგორიები: 1. ხელსაწყოები და ინსტრუმენტები ტოპოგრაფიული, ჰიდროგრაფიული, მეტეოროლოგიური და 2. მსუბუქი ავტომობილები 100%-ით რე-ექსპორტს წარმოადგენენ, ხოლო სპირტიანი სასმელების შემთხვევაში კი - 85 პროცენტს.

ქართული ექსპორტისაგან განსხვაებით, აშშ-დან საქართველოში შემოსული იმპორტი მნიშნელოვნადაა დივერსიფიცირებული, თუმცა აქაც გვხვდება 1 კონკრეტული პროდუქტის დომინანტობა, რომელიც ამ შემთხვევაში მთლიანი ვაჭრობის 7/10-ს უდრის და კონკრეტულად - მსუბუქი ავტომობილების კატეგორიას წარმოადგენს.

აშშ-ის ფეროშენადნობების მთლიან იმპორტში საქართველო 27%-იანი წილით პირველ ადგილზეა, მას მოსდევენ ავსტრალია (20%) და სამხრეთ აფრიკა (16%); - აშშ-ის აზოტოვანი სასუქების მთლიან იმპორტში კანადისა (55%) და რუსეთის (33%) შემდგომ 7%-იანი წილით საქართველო მე-3 ადგილზეა. მართალია, აღნიშნული სასაქონლო პოზიციების ექსპორტი საქართველოდან სტაბილურად ხორციელდება, მაგრამ ქვეყანას აქვს მათი მოცულობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის პოტენციალი. იგივე ეხება აშშ-ში საქართველოს ისეთ ძირითად სტრატეგიული მნიშვნელობის საექსპორტო პროდუქციას, როგორიცაა: ღვინო; ლუდი; მინერალური წყლები; თხილი; ხილისა და ბოსტნეულის წვენები; უალკოჰოლო სასმელები; უნაკერო მილები შავი ლითონისაგან და სხვა.

ცნობისთვის, ექსპორტის ჭრილში საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრებზე 2018 და 2019 წლების შედარებისას ვნახავთ, რომ ძირითადად ყველა მიმართულებით ზრდაა დაფიქსირებული. მათ შორის ჩინეთის მიმართულებითაც - 13%-ით. კლების ტენდენციაა: თურქეთის (-13%) და აზერბაიჯანის (-1%) მიმართულებით.

კვლევა მოამზადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა. კვლევის ავტორები არიან: ვახტანგ ჭარაია, დავით შატაკიშვილი, მარიამ ლაშხი, ლუკა კურდღელია, ოთარ ანგურიძე, შოთა გულბანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system