თავში

ამერიკული ტაქსები Tesla-თი ივლიან

ამერიკული ტაქსები Tesla-თი ივლიან
ამერიკული ტაქსები Tesla-თი ივლიან

ამერიკულმა კომპანია Uber-მა კორპორაცია Hertz-თან შეთანხმება გააფორმა. Uber-ის ტაქსის მძღოლებს კომპანია Hertz-ისგან 50 000 Tesla-ს ელექტრომობილის დაქირავება შეუძლიათ. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, Hertz-მა Tesla-ს 100 000 ელექტრომობილი შეუკვეთა, რომლის ჯამური ღირებულებაც 4,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Uber-ის მძღოლებს საკუთარი მანქანებით უწევთ სარგებლობა, თუმცა 1 ნოემბრიდან Tesla-ს ელექტრომობილების დაქირავება შეეძლებათ. ეს პროგრამა, Bloomberg-ის აზრით, მიმზიდველი უნდა იყოს მძღოლებისთვის. 

ხელშეკრულების თანახმად, მძღოლები ავტომობილების დაქირავებისთვის კვირაში 334 დოლარს გადაიხდიან. თანდათან ეს თანხა 299 დოლარამდე დაეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system