თავში

ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს ერთთვიან ვადას აძლევს

ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს ერთთვიან ვადას აძლევს
ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს ერთთვიან ვადას აძლევს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოსგან ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს. იურისტის თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ ბაზარზე არსებული მაღალი ფასების გამო.

უფლებადამცველი კონკურენციის სააგენტოს ახალდანიშნულ უფროსს, ირაკლი ლექვინაძეს ერთთვიან ვადას აძლევს, ხალხს აუხსნას, რამდენად სამართლიანია ბაზარზე არსებული ფასები.

„ხალხის სამსახურში უნდა იდგეს კონკურენციის სააგენტო, რომლის მოვალეობაა, დაადგინოს, არის თუ არა განპირობებული კატასტროფული გაძვირება წამლების ნორმალური საბაზრო პროცესებით, თუ ეს დაკავშირებულია სხვა მოვლენებთან. ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთის მფლობელი არის სამარადჟამო პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. მოვითხოვთ, სააგენტომ სიღრმისეულად შეისწავლის ბაზრის მდგომარეობა და გვითხრას ამ სერიოზულ და საჭირბოროტო გამოწვევაზე თავისი პასუხი ერთ თვეში“, – აცხადებს დოლიძე.


ანა დოლიძე ამბობს, რომ 2013 წლიდან საქართველოში მედიკამენტები საშუალოდ 80 პროცენტით გაძვირდა.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტესა და მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შეხვედრას ხვა, 10 დეკემბერს, გამართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system