თავში

აპრილში ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა

აპრილში ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა
აპრილში ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა

აპრილში საქართველოს ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა.

საქსტატის დღეს წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 223.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $86.4 მილიონით (27.9%) ნაკლებია. 

მკვეთრადაა შემცირებული იმპორტიც, რომელმაც გასული თვის განმავლობაში $458 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით $286.8 მილიონით (38.5%) ნაკლებია.

ჯამურად, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $3.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $1.0 მილიარდი აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი $2.46 მილიარდი აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში $1.46 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system