თავში

არასტანდარტული ვაშლის მინიმალური ფასი განისაღვრა

არასტანდარტული ვაშლის მინიმალური ფასი განისაღვრა
არასტანდარტული ვაშლის მინიმალური ფასი განისაღვრა

წელს ვაშლის მწარმოებელი ფერმერები 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 22 თეთრად ჩააბარებენ.

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ვაშლის ფასის სუბსიდირებაზე დღეს პრემიერმაც განაცხადა. კერძოდ, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს განახორციელებს.

იმისათვის, რომ ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system