თავში

მთავრობა ვაშლის ფასს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

მთავრობა ვაშლის ფასს 10 თეთრით დაასუბსიდირებს
მთავრობა ვაშლის ფასს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

ვაშლის საერთასორისო ფასი დაეცა, ამიტომ საქარველოს მთავრობამ ქართული არასტანდარტული ვაშლის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს ვაშლის მწარმოებელი ფერმერები 1 კილოგრამი არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას არანაკლებ 22 თეთრად შეძლებენ.

ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით მიიღო.

ვაშლის სუბსიდირების პროგრამა მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, რომ მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ, აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system