თავში

ვაშლის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 15 დეკემბრამდე იმოქმედებს

ვაშლის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 15 დეკემბრამდე იმოქმედებს
ვაშლის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 15 დეკემბრამდე იმოქმედებს

ლევან დავითაშვილმა ვაშლის სუბსიდირების პროგრამის დეტალებზე მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  მინისტრმა  აღნიშნა, ხელისუფლება ზომებს მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იღებს.

„ჩვენ გვესმის, რომ წელს მოლოდინი არის, რომ მსოფლიოში ვაშლის მოსავალი იქნება ძალიან მაღალი. შარშან იყო საკმაოდ მცირე მოსავალი, ფასები იყო მაღალი. მაგრამ საქართველოშიც არ იყო მაღალი მოსავალი. ამის გათვალისწინებით, იმისთვის რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ ჩასაბარებელი თავიანთი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ მიიღო სუბსიდირების პროგრამა“, - განმარტა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ მოსახლეობას მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩეს და ასევე მასტიმულირებელი ფაქტორი, იმისთვის რომ შესყიდვები კერძო გადამამუშავებელმა კომპანიებმა განახორციელონ.

„მათ ექნებათ საშუალება 1-წლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტი დავუფინანსოთ. ანუ, იმ შემთხვევაში თუ საბანკო კრედიტის პროცენტი არ იქნება 16-ზე მეტი, ჩვენ ნახევარს - 8%-ს დავაფინანსებთ. ასევე იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. ეს პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე. სეზონი იცით, რომ დაიწყება უკვე სექტემბრიდან. სექტემბრისთვის ჩვენ გვეყოლება უკვე მობილიზებული სამუშაო-საორგანიზაციო შტაბი. ძირითადად ეს იქნება გორის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესის მაღალ დონეზე ჩატარებისა და სამინისტროს მხრიდან კონტროლის მიზნით, კომპანიებს უწყვეტი ინტერნეტ-კავშირი და კამერების ქონა მოეთხოვებათ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ წელს მთავრობა ვაშლის ფასს 10 თეთრით დაასუბსიდირებს. განისაზღვრა არასტანდარტული ვაშლის მინიმალური ფასიც და ის 22 თეთრს შეადგენს,ანუ, წელს ვაშლის მწარმოებელი ფერმერები 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 22 თეთრად ჩააბარებენ.

საბრუნავი საშუალებებისთვის არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე სპეცკრედიტი გაიცემა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system