თავში

არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე სპეცკრედიტი გაიცემა

არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე სპეცკრედიტი გაიცემა
არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე სპეცკრედიტი გაიცემა

"ცვლილებები შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის მიზნობრიობით. 

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამიისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში. 

ქვეკომპონენტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 1 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა განისაზღვრება 12 თვით და სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.

შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის მინიმალური ფასი განისაღვრა და ის 0.22 ლარია.

საქარველოს მთავრობამ ქართული არასტანდარტული ვაშლის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system