თავში

არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია - გოცირიძე

არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია - გოცირიძე
არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია - გოცირიძე

"არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია, ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა და რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული," -  ასე ხსნის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ივანიშვილის ქველომოქმედებას, რომელიც საქველმოქმდეო ფონდ "ქართუსთვის" საკუთარი ბიზნესაქტივების, ჯამში 28 ობიექტის, გადაცემას გულისხმობს.  

გოცირიძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონების ფონდის ქოლგის ქვეშ თავმოყრის გადაწყვეტილება მისი ლეგალიზაციის მიზნით გაკეთდა და ამ კონტექსტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იხსენებს ბადრი პატარკაციშვილის ქონებასაც. 

"დეკლარაციის ( ბევრი რამ არაა შეტანილი) მიხედვით, ივანიშვილის ქონების ის ნაწილი, რომელსაც მოაქვს ყოველწლიურად დიდძალი შემოსავალი( დივიდენდი), არის მის მფლობელობაში არსებული უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიანი ქაღალდები. ივანიშვილმა საკუთარ ფონდს გადასცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფიზიკური აქტივები ( მიწები, სასტუმტომროები, სახლი-ბიზნეცენტრი, მშენებარე კომპლექსები), რომლებსაც ჯერ არ მოაქვთ შემოსავლები და რომლებიც პირიქით, საჭიროებენ დამატებით ხარჯებს ( მათ შორის ქონების გადასახადის დაფარვას). ”ქართუ ფონდი” არის ივანიშვილის პირადი საკუთრება და ამ ფონდის მფლობელობაში გადასული ბიზნესსტრუქტურები შეიძლება გაიყიდოს, გაჩუქდეს( ანუ კვლავ დაუბრუნდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომერციულ სტრუქტურებს) ან განკარგული იქნას სხვა ფორმით, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ. ფონდის ქოლგის ქვეშ მისი აქტივების თავმოყრის გადაწყვეტილება ალბათ გაკეთდა თუნდაც მისი ლეგალიზაციის მიზნითაც( გავიხსენოთ, რა მოუვიდა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას, რომელიც სამართლებლივად არ იყო სწორად რეგისტრირებული). ისე იქნა წარომოჩენილი, რომ ივანიშვილის ოჯახმა მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაიტოვა ჯიბის ფულად და ყველაფერი დანარჩენი ფონდს აჩუქა. ეს არაა სწორი. რატომ არ გადასცა ფონდს აქციები? გულუბრყვილო შეკითხვაა. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ოქროს კვერცხის მდებელი ქათმის გაჩუქება რომ მოსთხოვო ბებერი ინდაურის ნაცვლად:)) თუმცა არც ესაა სწორი შედარება. არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია. ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა. რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული," - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მან ფონდ „ქართუს“ ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშია.

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს", ნახეთ აქ.

ერთადერთი ქართველი მილიარდერი ამბობს, რომ ამით ის არ გაღარიბებულა. ივანიშვილი საქართველოში ბიზნესის მომგებიანობით უკმაყოფილოა. ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, , "ქართუ ბანკის" ქველმოქმედება 55 მილიონი დოლარს უტოლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system