თავში

აშშ-ის ეკონომიკური ზრდა შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდა შენელდა
აშშ-ის ეკონომიკური ზრდა შენელდა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შენელდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღდგენის შენელება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების, მუშახელის დეფიციტის და კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობით არის გამოწვეული. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ში ავტომობილების გაყიდვები,  ინვენტარის დაბალი დონის და მაღალი ფასების გამო, დაეცა. მუშახელის დეფიციტმა ასევე აიძულა კომპანიები სამუშაო საათები გაეზარდათ, განსაკუთრებით მომსახურების, მასპინძლობისა და წარმოების სფეროში.

ამის მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში აღინიშნა ხელფასის სტაბილური ზრდა. ფირმებმა გაზარდეს როგორც საწყისი ხელფასები ახალი თანამშრომლების მოსაზიდად, ასევე არსებული თანამშრომლების განაკვეთები მათ შესანარჩუნებლად.

თუმცა, რეგიონების უმეტესობაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, რაც გამოწვეულია მზა პროდუქტებზე და ნედლეულზე მოთხოვნის გაზრდით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system