თავში

ორი ფაქტი, რომლითაც აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ღრმავდება

აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ღრმავდება
ორი ფაქტი, რომლითაც აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ღრმავდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება, რაც აშშ-ის მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა სოციალური ქსელში დაწერა.

მისი განმარტებით, ორი მნიშვნელოვანი ფაქტი რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებას, ესაა პომპეოს ვიზიტი და ამერიკის მიერ საქართველოსთვის 132-მილიონიანი დახმარების  გამოყოფა.

"პირველი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება რაც აშშ-ს მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს. მეორე: აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან ისტორიულ მაქსიმუმს- $132 მილიონის მოცულობის დახმარებას მიიღებს. მნიშვნელოვანია რომ, სენატის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში არაა გათვალისწინებული თანხების გამოყოფის 15%-იანი შეზღუდვის პუნქტი," - წერს ქვრივიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system