თავში

ATC-მ ექსპორტზე დაახლოებით 35 მლნ ლარის პროდუქცია გაიტანა

ATC-მ ექსპორტზე დაახლოებით 35 მლნ ლარის პროდუქცია გაიტანა
ATC-მ ექსპორტზე დაახლოებით 35 მლნ ლარის პროდუქცია გაიტანა

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ კომაპნია ATC-ს, რომელიც "ბოინგს" ამარაგებს, გაყიდვები 35%-ით შეუმცირდა. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2020 წელს ATC-მ ექსპორტზე 35 მლნ ლარის პროდუქციის გაყიდვა მოახერხა. კომპანია წელს გაყიდვების იმავე მაჩვენებელს ელის. რეალიზაციის მატებას მენეჯმენტი 2023 წლამდე არ ელის, რადგან პანდემიის გამო მანამდე ავიამშენებლობის განვითარება ნაკლებსავარაუდოა.

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ATC ახალ პროექტებზე მუშაობას არ წყვეტს. შარშან კომპანიამ საწარმოში დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციით ახალი დანადგარები შეიძინა, რითაც ქარხანაში არა მხოლოდ კომპოზიტური, არამედ მეტალის ნაწილების წარმოებაც იქნება შესაძლებელი. კომპანია ახალ პროექტებს 2022 წლიდან დაიწყებს და გაამრავალფეროვნებს წარმოებას, დაამზადებენ ახალი ტექნოლოგიური თაობის ნაწილებსაც.  მუშაობენ ახალი კონტრაქტების გაფორმებაზეც.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარედ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ამ დროისთვის 300 ადამიანი მუშაობს.დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა. ქარხანამ გაიარა "ბოინგის" სერტიფიცირების რთული და ხანგრძლივი პროცესი. სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) "საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი საექსპორტოა. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები მზადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system