თავში

ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აიკრძალა

ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აიკრძალა
ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აიკრძალა

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა", რომელმაც ავღანეთის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ქვეყნის მაცხოვრებლებს  მხოლოდ ეროვნული ვალუტის გამოყენება მოსთხოვა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

"ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ინტერესები მოითხოვს ყველა მოქალაქის მიერ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენებას. ავღანეთის ისლამური ემირატი" (სახელმწიფოს სახელწოდება, რომელსაც რადიკალები იყენებენ) მოუწოდებს ყველა თანამემამულეს, მცირე მოვაჭრეებს და ბიზნესმენებს თავი შეიკავოს უცხოური ვალუტის გამოყენებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

"თალიბანის" განცხადებით, უცხოური ვალუტის გამოყენება უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და  ქვეყნის ყველა მცხოვრებზე. 

პირები, რომლებიც უცხოურ ვალუტას გამოიყენებენ გასამართლდებიან. 

6 ოქტომბერს ავღანეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ყველა სავაჭრო ოპერაცია ამიერიდან მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს. როგორც აღინიშნა, ეს ღონისძიება ეხება მხოლოდ ქვეყნის შიგნით სავალუტო ტრანზაქციებს და არ მოქმედებს საერთაშორისო ვაჭრობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system