თავში

ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი იკლებს

ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი იკლებს
ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი იკლებს

ევროკავშირში, 2020 წელს, 2019-თან შედარებით, ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა 23.7%-ით იკლო. მიზეზად პანდემიური კრიზის სახელდება. 

ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ცნობით, გასულ წელს ევროკავშირის ბაზარზე სულ 9.9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაიყიდა. გაყიდვები ყველაზე მეტად, 32.3%-ით შემცირდა ესპანეთის ბაზარზე, კლების მასშტაბით მეორეა იტალია (-27.9%), შემდეგ მოდის საფრაგეთი (-25.5%) და გერმანია (-19.1%).

ევროპის ოთხი უმსხვილესი ავტომწარმოებელი ქვეყნის საწარმოო მონაცემებ ასე გამოიყურება: 2020 წლის დეკემბერში, იტალიაში წარმოება 14.9%-ით შემცირდა, საფრანგეთში კი 11.8%-ით. გერმანიამ 2020 წელი 9.9%-იანი ზრდით დაასრულა. მონაცემები უცვლელია ესპანეთში. 

რაც შეეხება, ავტომობილების ქართულ ბაზარს, ქვეყანაში ავტოწარმოება არ ხდება. საქართველო ავტომობილებს რეექსპორტზე მუშაობს.  ქართველი ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ავტომობილების იმპორტი აზრს თანდათან კარგავს, რადგან ეპიდემიურ პერიოდში როგორც იმპორტი, ასევე ადგილზე გაყიდვებიც მინიმუმამდე შემცირდა. დილერების უმეტესობა გაკოტრებულია და უკვე ალტერნატიული საქმიანობის წამოსაწყებად ეძებს გზებს, რათა თავი გადაირჩინონ. მათი თქმით, გლობალურ ბაზრებზე ფასები 30-40%-ით არის გაზრდილი, რის გამოც საქართველოში ავტოიმპორტი უკვე ღრმა კრიზისში შედის.

შეგახსებენთ, 2020 წლის ნოემბერში (ბოლო მონაცემები) საქართველოს იმპორტის კლების დიდი წილი სწორედ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. როგორც ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში არის აღნიშნული, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლის იმპორტი წლიურად 12.1 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლებაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდა თურქეთი, რაც ძირითადად მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების იმპორტის კლებამ გამოიწვია. სებ-ის განმარტებითვე, გერმანიიდან და აშშ-დანიმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system