თავში

აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება, შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება,
აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება, შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

ტრანსპორტზე, ბანერებზე, მედიაში აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინა. პროექტის თანახმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს.

„აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრ ფართობს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აზარტული/მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო დაჯარიმების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება (წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით) ყოველ 1 თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system