თავში

აზერბაიჯანი TAP-ით ევროპისთვის გაზის კომერციულ მიწოდებას იწყებს

აზერბაიჯანი TAP-ით ევროპისთვის გაზის კომერციულ მიწოდებას იწყებს
აზერბაიჯანი TAP-ით ევროპისთვის გაზის კომერციულ მიწოდებას იწყებს

ტრანსადრიატიკული გაზსადენი კომერციულ ექსპლუატაციაში შევიდა ანუ „ტრანსადრიატიკული მილსადენი“ (Trans Adriatic Pipeline, TAP) მზად არის ბუნებრივი აირის კომერციული გატარებისთვის აზერბაიჯანიდან ევროპაში. ამის შესახებ კონსორციუმი TAP AG წერს.

მათი განმარტებით, ტრანსადრიატიკული მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზის ევროკავშირის ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის აშენდა, კომერციულ ექსპლუატაციაშია შესული. 

კონსორციუმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალონიკში მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 4,5 წლის შემდეგ მილსადენი მზადაა გაატაროს კომერციული გაზი. ეს ნიშნავს, რომ შახ-დენიზის საბადოს დამუშავების „სტადია-2“ და „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად არის რეალიზებული. ეს პროექტები პირველ რიგში შეცვლიან კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ რუკას მისი ევროპასთან დაკავშირებით. 

კომპანია BP, როგორც TAP-ის აქციონერი კომპანია, განმარტავს, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ, ეს უზარმაზარი საექსპორტო სისტემა სრულად არის ინტეგრირებული და მზად არის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. 

"ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს პირველად მოხდეს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში და შედეგად მიღწეულ იქნას მთავარი მიზანი, რომელიც პროექტის დაწყების დროს დაითქვა“, - წერია განცახდებაში.

პროექტის ღირებულებამ 40 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კონსორციუმმა TAP AG ამ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გამოაცხადა.TAP-ის სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 გადის საბერძნეთის ჩრდილოეთით, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, ხოლო 105 ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, დარჩენილი 8 კმ იტალიის ტერიტორიაზეა. TAP გახლავთ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო კომპონენტი, TANAP-ის გაგრძელება. მილსადენი TAP უერთდება ტრანსანატოლიურ გაზსადენს - TANAP-ს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, კვეთს საბერძნეთს, ალბანეთს და ადრიატიკის ზღვას, შემდეგ კი გადის სამხრეთ იტალიის სანაპიროზე. ამ მილსადენმა წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა მოახდინოს ევროპაში. გაზსადენის გამტარიანობის შესაძლებლობა წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზია. მისი მეშვეობით მოხდება გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში არსებული საბადო „შაჰდენიზი 2“-დან. 

პროექტის თანამფლობელები არიან: კომპანია SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%).

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system