თავში

აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ნავთობი 28.4 მლნ ტონას უტოლდება

აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ნავთობი 28.4 მლნ ტონას უტოლდება
აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ნავთობი 28.4 მლნ ტონას უტოლდება

2020 წელს აზერბაიჯანიდან ექსპორტირებულია 28.4 მლნ ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად), რაც 2.9 მლნ ტონა ან 9.2% -ით ნაკლებია, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის 2020 წლის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში.

მონაცემების მიხედვით, 27.1 მილიონი ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად) ექსპორტირებული იქნა კონსორციუმის მიერ, ხოლო 1.3 მილიონი ტონა - SOCAR– ის მიერ.

გასულ წელს, საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 216 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება 67.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის მიხდვით, წლიურ წრილში ნავთობისა და ნავთობრიდუქტების აზერბაიჯანული იმპორტის 45 ათასი ტონით, იგივე, 26.3% -ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს.

2020 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში დაექპორტდა 3,060.38 ათასი დოლარის ღირებულების 1,033.96 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. წლიურ ჭრილში მონაცემი რაოდენობრივად გაზრდილია, ხოლო ფულად გამოსახულებაში შემცირებული. ესაა რეექსპორტი, რადგან საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს არ ახორციელებს. საქსტატზე არ ფიქსირდება, რომელი ქვეყნიდან შემოსული ნავთობპროდუქტები მიეწოდა აზერბაიჯანს 2020 წელს საქართველოდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system