თავში

აზერბაიჯანის რკინიგზაში მილიარდ მანათზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

აზერბაიჯანის რკინიგზაში მილიარდ მანათზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო
აზერბაიჯანის რკინიგზაში მილიარდ მანათზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

2019 წელს, აზერბაიჯანის რკინიგზამ მიიღო 299.8 მილიონი მანათის შემოსავალი სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებიდან, რაც 10.7% მეტია, 2018 წლის სამგზავრო სარკინიგზო სამგზავრო შემოსავლებზე.

გასულ წელს, 1 მილიარდ 1 მილიონ 300 ათასი მანათის კაპიტალ-ინვესტიცია ჩაიდო აზერბაიჯანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, აქედან 653 მილიონ 900 ათასი მანეთი სახელმწიფო ინვესტიცია იყო.

საქართველოს სარკინიგზო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მეზობელი ქვეყნის სარკინიგზო განვითარება კარგი მაგალითია იმის წარმოსაჩენად, რომ რკინიგზა ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მის განვითარებაში დახარჯული ფული ყველაზე გონივრული ინვესტიციაა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ფიქრობენ, რომ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება გარდაუვალი პროცესია და რაც უფრო ადრე მიხვდება ამას ხელისუფლება, მით უკეთესი იქნება, დავკარგავთ ნაკლებ დროს, ნაკლებად ჩამოვრჩებით რკინიგზის ევროგანვითარებას და დაჩქარდება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ტემპი.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს აზერბაიჯანული და თურქული რკინიგზების ტემპს, რადგან მათთან გვაკავშირებს სამივე ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლის სრულფასოვანი მუშაობა პირდაპირაა კავშირში სამივე ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ჰარმონიულ თავსებადობასთან. ორგანიზაციის მტკიცებით, საქართველოს, როგორც შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყანას, თვალი უნდა ეჭიროს ევროპულ რკინიგზაზეც და უნდა ცდილობდეს დაუახლოვდეს მის სტანდარტებს,რათა ევროპელმა ტვირთმფლობელებმა დაიწყონ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით სარგებლობა. ამისთვის, კი სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მტკიცებით, აუცილებელია, როგორც გზების სრულყოფა და კეთილმოწყობა შეუფერხებელი სახმელეთო გადაზიდვებისთვის, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურის დახვეწა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდისთვის და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც, ორგანიზაციის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე წარმოუდგენელია.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ფიქრობენ, რომ მთავრობა ლოგისტიკურ და სატრანსპორტო სფეროს ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს, არადა, ეკონომიკური წინსვლა და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system