თავში

აზერბაიჯანმა და ირანმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანმა და ირანმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამ
აზერბაიჯანმა და ირანმა  ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებში სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარის, შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით თეირანს ეწვია და ირანის ნავთობის მინისტრს, ჯავად ოვჯის შეხვდა.

მხარეებმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის, ნავთობისა და გაზის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა გაზის სფეროში არსებული ხელშეკრულებების შესრულების საკითხი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების გაგრძელება.

ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის, ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system