თავში

აზერბაიჯანმა ნარჩენების 25% ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა

აზერბაიჯანმა ნარჩენების 25% ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა
აზერბაიჯანმა ნარჩენების 25% ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა

2020 წელს აზერბაიჯანში ნარჩენების ჯამურმა რაოდენობამ 3486.5 ათასი ტონა შეადგინა და ნარჩენების მეოთხედი, 25%, ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით,  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აზერბაიჯანმა 200.6 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგია აწარმოა.

2020 წელს ქვეყანაში წარმოქმნილის 3486.5 ათასი ტონა ნარჩენების 2019 წლის მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება. აზერბაიჯანში შარშან წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების  67.4% მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი იყო, ხოლო 32.6% საწარმოთა საქმიანობების შედეგად იქნა მიღებული. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების 74.5%, ანუ 2350.0 ათასი ტონა, ნაგავსაყრელზე განთავსდა, 25% ენერგიის გამოსამუშავებლად იქნა გამოყენებული, დარჩენილი, 0.5% ქვეყნის შიგნით რეალიზდა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შედეგად, ქვეყანაში 2020 წელს 200.6 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება.

სამრეწველო და სხვა ეკონომიკური სექტორების მიერ წარმოებული ნარჩენების 24.6% ნედლეულად გამოიყენეს ისე საწარმოებმა და 20.7%-ი ქვეყნის შეგნითვე რეალიზდა, ხოლო 1.8% ექსპორტზე გავიდა, ხოლო 8.4% განთავსდა ნაგავსაყრელზე, 44.5% კი თავად საწარმოებში დარჩა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანში მავნე ნარჩენების რაოდენობა 2020 წელს 317.2 ათასი ტონა იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია. მათი წილი ნარჩენების მთლიან მოცულობაში 9.1%-ია. მავნე ნარჩენების 53.8% სამთო-სამრეწველო საწარმოების მიერ გამომუშავდა, რომელთა დიდი წილიც ბაქოში მდებარეობს. ქვეყანამ შარშან, ჯამში 61.4 ათასი ტონა მავნე ნარჩენები გაანეიტრალა სრულად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system