თავში

აზერბაიჯანმა თურქეთში 85 მლრდ კუბური მეტრის გაზის ექსპორტი განახორციელა

აზერბაიჯანმა თურქეთში 85 მლრდ კუბური მეტრის გაზის ექსპორტი განახორცია
აზერბაიჯანმა თურქეთში 85 მლრდ კუბური მეტრის გაზის ექსპორტი განახორციელა

2007 წლიდან დღემდე, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან თურქეთის გაზის ბაზარს  85 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი მიეწოდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის პირველ ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა.

„2018 წლის ივლისიდან მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით  თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP)  13,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება. მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთისთვის მიწოდებული 7,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირიდან 5,1 მილიარდი კუბური მეტრი TANAP-ის წილზე მოდის“, - განაცხადა ფარვიზ შაჰბაზოვმა.

შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ინვესტიციები თურქეთში 19 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმი მიმდინარეობს.

აზერბაიჯან-თურქეთის ენერგეტიკული ფორუმი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში შეიქმნა, რათა უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობა უზრუნველყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system