თავში

აზერბაიჯანს ხურმის რეალიზაცია უჭირს

აზერბაიჯანს ხურმის რეალიზაცია უჭირს
აზერბაიჯანს ხურმის რეალიზაცია უჭირს

აზერბაიჯანიდან ხურმის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ხურმის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ გადირ იუსიფოვმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აზერბაიჯანული ხურმის ძირითადი საექსპორტო ბაზრები რუსეთი და უკრაინაა. იუსუფოვის თქმით, ამ ქვეყნებში ბოლო დროს ხურმაზე მოთხოვნა შემცირდა, რის გამოც პროდუქტი აღარ იყიდება. რეალიზაციის შემცირების გამო აზერბაიჯანში საწყობები ხურმით არის სავსე. 

ბოლო 20 დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინაში აზერბაიჯანული ხურმის გაყიდვები 40% -ით შემცირდა

"უცხოეთში პროდუქციის რეალიზაცია გაჭირდა. ასოციაცია არაერთხელ წამოაყენა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე, ეს პრობლემა. ვითხოვეთ, მტავრობის დახმარება ფერმერებსა და ექსპორტიორებსისთვის, რათა გაფართოვდნენ და გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები ახალ ბაზარზე შესასვლელად. ამჟამად მდგომარეობა ძალიან რთულია," - განაცხადა გადირ იუსიფოვმა და დასძინა, რომ ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მაცივრებში დასაწყობებულია ათიათასობით ტონა ხურმა.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი 20 დღის განმავლობაში გაიყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოეთიდან შემოსული სავალუტო მოგება შემცირდება," - ამბობს იუსუფოვი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ექსპორტირებულია 125,771,8 ტონა 91,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხურმა.

გასულ წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან ხურის იმპორტი არ ფიქსირდება, თუმცა 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა 167.34 ტონა, 30.06 ათასი დოლარის ღირებულების ხურმა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015-2020 წლებში აზერბაიჯანიდან საქართველოში ხურმა მხოლოდ 2016, 2018 და 2019 წელშია იმპორტირებული

2018 წელს საქართველ;ოში მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოსულია 7.55 ათასი დოლარის ღირებულების 35.05 ტონა ხურმა, ხოლო 2016 წელს აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ხურმის ექსპორტი 108.56 ტონასა და 16.08 ათას დოლარს გაუტოლდა.

საქართველოდან აზერბაიჯანში ხურმის ექსპორტი არ ფიქსირდება, თუმცა ჯამში  2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე საქართველომ 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკი გაყიდა, რომლის ღირებულებამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system