თავში

აზერბაიჯანში ციფრული ეროვნული ვალუტა შეიქმნება

აზერბაიჯანში ციფრული ეროვნული ვალუტა შეიქმნება
აზერბაიჯანში ციფრული ეროვნული ვალუტა შეიქმნება

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიუსალ გასიმლიმ განაცხადა, რომ ციფრული აზერბაიჯანული მანათის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ამის შესახებ მან ბაქოში გამართულ მე-5 საერთაშორისო საბანკო ფორუმზე განაცხადა, რომელიც წელს გაიმართა სახელწოდებით - „უნაღდო ეკონომიკა: საიმედო, უსაფრთხო და მდგრადი“. 

„ფულთან დაკავშირებით უახლესი რევოლუციური ცვლილება  ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოვალუტების გამოშვება იყო. ციფრული მანათის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ საკითხზე მთავრობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ციფრული ლარი საპილოტე რეჟიმში მოხმარებაში 2022 წლიდან ჩაეშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system