თავში

ციფრული ლარი მოხმარებაში 2022 წლიდან ჩაეშვება

ციფრული ლარი მოხმარებაში 2022 წლიდან ჩაეშვება
ციფრული ლარი მოხმარებაში 2022 წლიდან ჩაეშვება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ციფრული ლარი საპილოტე რეჟიმში მოხმარებაში 2022 წლიდან ჩაეშვება.

ამჟამად სებ-ი ციფრული ლარის დეტალური მახასიათებლების მზადების პროცესშია.

ციფრულ ლარს ექნება გადახდის და დაგროვების ფორმა, ასევე ელექტრონულ საფულეში არსებულ ელექტრონული ვალუტის ნაშთს პროცენტიც უნდა დაერიცხოს. შესაძლებელი იქნება ციფრული ლარით სესხის აღებაც. პარალელურად, ლარი ფიზიკური ფორმითაც იარსებებს და მის სრულად ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საპილოტე ეტაპზე ციფრული ლარის ფართოდ გამოყენება არ მოხდება. ის მხოლოდ შეზღუდული სეგმენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

რას ნიშნავს ლარის გაციფრულება და რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ფულს საქართველოში, ნახეთ აქ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

ციფრულდება დოლარიც. აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ.პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც ემზადება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system