თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდა

სპეციალისტების განმარტებით, თუ დეზინფექცია ჩუტარდება ყველა სატვირთო მატარებელს, რომლებიც საზღვარს კვეთენ, სარკინიგზო გადაზიდვები უველაზე უსაფრთხოა და მას, როგორც წესი, ეპიდემიურ ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომპანია ADY Express LLC-მა „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზით გადაზიდა მთლიანობაში 17817 ტონა ტვირთი (თვეში საშუალოდ 6000 ტონა), ანუ 337 ვაგონი.

ტვირთების უმეტესი ნაწილი არის ნაგლინი ფოლადი (rolled steel).

შედარებისთვის, 2019 წელს „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ შეადგინა 25193 ტონა (თვეში საშუალოდ 2100 ტონა). ანუ, პანდემიის პერიოდში „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზით გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა თითქმის სამჯერ, 2019 წელთან შედარებით.

ამის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა აზერბაიჯანულმა კომპანიამ ADY Express LLC-მა. ესაა „აზერბაიჯანის რკინიგზების“ მიერ 2016 წელს დაფუძნებული შვილობილი სატრანსპორტო კომპანია, რომლისთვისაც ტვირთების გადაზიდვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზა.

კომპანია, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, აგრძელებს სარკინიგზო გადაზიდვების წარმოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

ციფრები ამტკიცებს, რომ გადასაზიდი ტვირთების უმეტეს ნაწილს შეადგენს ნაგლინი ფოლადი, და არა უაღრესად მნიშვნელოვანი ტვირთები, როგორიცაა მედიკამენტები, სამედიცინო აღჭურვილობა ან საკვები პროდუქტები. 

სარკინიგზო საკითხების ექსპერტი, დავით გოჩავა, ამბობს, რომ ეს ტვირთი ეკუთვნის კომპანიას Evraz - მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მეტალურგიულ და სამთომოპოვებით კომპანიას, რომლის აქციების 30.5 %-ს ფლობს რომან აბრამოვიჩი.

გოჩავას შეფასებით, აზერბაიჯანის რკინიგზაზე შემავალი მატარებლის დეზინფექციის პროცესი სწორი გადაწყვეტილებაა და ასე უნდა იქცეოდეს ყველა თავმოყვარე ქვეყნის რკინიგზა. რა ხდება, როგორ მუშაობს პანდემიის პირობებში საქართველოს რკინიგზა, არავინ იცის.

"არ საჯაროვდება ინფორმაცია, როგორ მუშაობს ტრანსპორტის ეს სტრატეგიული მიმართულება, ლოგისტიკის ეს უმსხვილესი ჯაჭვი - რკინიგზა. აზერბაიჯანული მხარისგან ვიგებთ ტვირთბრუნვის მონაცემებს ჩვენსავე რკინიგზაზე. არასდროს, ამდენი ხნის განმავლობაში, არც "საქართველოს რკინიგზას", არც მთავრობას არ გამოუქვეყნებია გადაზიდვებიდან შემოსული თანხების ოდენობა. არც ის ვიცით, რამდენად შემცირდა და რამდენი დაგვრჩა აზერბაიჯანული სესხიდან, რომელიც ამ მაგისტრალის ასაშენებლად გვასესხა მეზობელმა სახელმწიფომ. საყურადღებოა, რომ პანდემიის პერიოდში „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზით გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა თითქმის სამჯერ, 2019 წელთან შედარებით," - გვეუბნება გოჩავა და დასძენს, რომ მსოფლიოში ეპიდემიის პირობებში იზრდება სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფის მნიშვნელობა. ამის მიზეზია ის, რომ რკინიგზით შესაძლებელია მეტი ტვირთების გადაზიდვა ნაკლები ადამიანების მონაწილეობით. ამავე დროს, ინფექციის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული პროფილაქტიკური ზომების გატარების წყალობით.

შეგახსენებთ, ამ სარკინიგზო მაგისტრალზე სამიდან ერთ-ერთმა მოთამაშემ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა (Ruhsar Pekcan) ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ თურქეთ-ირანის საზღვრის ჩაკეტვის გამო გადაზიდვები საქართველოს მაგისტრალზე, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე გადმომისამართდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system