თავში

ბაკურიანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშოები იწყება

ბაკურიანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშოები იწყება
ბაკურიანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშოები იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებით სამუშოებს იწყებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

ამ დროისთვის ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ ზამთრის სეზონზე წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.

რამდენიმე დღეში ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოცხადდება. კურორტზე არსებულ ვითარებასა და სათავე ნაგებობის მდგომარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე თამაზ გამცემლიძე და დარგის სპეციალისტები გაეცნენ. 

პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას, წყლის ჩამკეტ–მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას ითვალისწინებს, რაც შიდა გამანაწილებელი ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ ახალი ტექნიკური გადაწყვეტიულებების განხორციელება რამდენიმე თვეში მოუწევს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალესა და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება – 23,018,818 ლარია.

შეგახსენებთ, 10 სამგზავრო ავტობუსის შესყიდვა ბაკურიანისთვის  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა. ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია-განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენაც.

ცნობისთვის 2019-2020 წელს ბაკურიანი-გუდაურისთვის ზამთრის სეზონი არც ისე წარმატებყული იყო. სეზონი ჯერ უწყლოობის გამო შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხა, შემდეგ კი კორონავირუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system