თავში

ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ

ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ
ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი საპროცენტო განაკვეთების კლებას სესხებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირებს. როგორც მან report.ge-თან განმარტა, ეპიდემიამ დარგში იმდენად მძიმე სიტუაცია შექმნა, რომ შეიძლება, ადრე თუ გვიან ბანკების ლიკვიდობის პრობლემა დადგეს. ხომიზურაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხალხმა კომერციული ბანკებიდან დეპოზიტების გამოტანა დაიწყოს. აქედან გამომდინარე, ექსპერტი თვლის, რომ დროა, ბანკებმა სტრატეგია შეცვალონ.

,,ბანკების მცდელობამ, რომ დაკარგული შემოსავლების კომპენსაციის მიზნით საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოეხდინათ, ვერ გაამართლა. ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ ეს ვერ იქნებოდა ეფექტიანი მიდგომა და საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყეს. პრაქტიკულად სესხებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია და კომერციულ ბანკებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ. პრობლემა ეკონომიკაში, კერძოდ ტურიზმში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება. როგორც ვიცით, ეპიდემიის გამო ტურისტული ინდუსტრია ჩამოიშალა და საბანკო სერვისებზე მოთხოვნამ  არა მარტო ტურიზმის, სხვა დარგების მხრიდანაც მნიშვნელოვნად იკლო. ამ დროს ბანკების საკრედიტო სტრატეგია უცვლელი რჩება, რაც დიდი შეცდომაა. პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს, მხედველობაში მაქვს საპროექტო დაფინანსება, იგივე სტარტაპების დაფინანსება, პროექტების შეფასება და სხვა, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს. სხვა შემთხვევაში კომერციული ბანკები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან, რადგან იძულებული გახდებიან, ისევ გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები. რეალურად შეიძლება ისეთი პერიოდი დადგეს, რომ ხალხმა დეპოზიტებიდან დაიწყოს თანხების გამოტანა, რაც პირდაპირ ნეგატიურ ზემოქმედებას იქონიებს ბანკების ლიკვიდობაზე, საკმაოდ სახიფათო ტენდენციაა", - განმარტა ვახტანგ ხომიზურაშვილმა. 

ცნობისთვის, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ივნისში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს. სებ-ის განმარტებით, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.5 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 12.3 პროცენტის ნიშნულზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system