თავში

ბანკები სესხებს ისევ გადაავადებენ

ბანკები სესხებს ისევ გადაავადებენ
ბანკები სესხებს ისევ გადაავადებენ

იმ შემთხვევაში თუ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს სესხების რესტრუქტურიზაციის სურვილი ექნებათ და ბანკებს მიმართავენ, კომერციული ბანკები მზად არიან სესხები კვლავ გადაავადონ.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„გუშინ მე და ჩემი კოლეგები საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და მაღალი რანგის მენეჯმენტს შევხვდით. ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე, რომ კვლავ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. მთლიანობაში არის მზადყოფნა იმის, რომ თუკი მას მიმართავენ მცირე, საშუალო ზომის საოჯახო სასტუმრობები, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, ბანკები მზად არიან, რომ კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი რომ სესხები მესამედ აღარ გადავადდება. საუბარია საყოველთაო გადავადების მესამე ტალღაზე. ეროვნული ბანკის განმარტებით, ბანკები კლიენტებთან ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ. 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მთავრობის შეამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხები 2-ჯერ სამი თვით გადაუვადა.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system