თავში

ბანკების აქტივები 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა

ბანკების აქტივები 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა
ბანკების აქტივები 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა

2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.32 პროცენტია.

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.14 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი აგვისტოსთვის 51.17 მლრდ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system