თავში

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 33%-იანი კლება დაფიქსირდა

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 33%-იანი კლება დაფიქსირდა
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 33%-იანი კლება დაფიქსირდა

ბათუმში, 2021 წლის იანვარში საცხოვრებელი უძრავი ქონების 499 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 29%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება, ბაზრის ზომას, 33%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 21 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ახალაშენებული ბინების ეკონომ და პრემიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30% და 33%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 43%-ით დაეცა.

გასულ წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 24%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system