თავში

ბაზარზე ჯანმრთელობისათვის საშიში სამკაულები იყიდება

ბაზარზე ჯანმრთელობისათვის საშიში სამკაულები იყიდება
ბაზარზე  ჯანმრთელობისათვის საშიში სამკაულები იყიდება

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ბაზარზე პროდუქტების ხარისხის კვლევას განაგრძობს.

ორგანიზაციამ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 24 დასახელების სამკაული შეიძინა და აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შეამოწმა, რის შედეგადაც 7 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

"შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის. საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა. კვლევის შედეგად, 7 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს. აღსანიშნავია, რომ ბიჟუტერიის კვლევისას თითოეული ნიმუში შემადგენელ დეტალებად იშლება და ცალ-ცალკე მოწმდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ნიმუშები სრულად ვერ შემოწმდა. ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, სამკაულებით თუ კოსმეტიკით სხეულში მოხვედრილი კადმიუმი და ტყვია გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას. 

შეგახსენებთ, ასეთი კვლევა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა შარშანაც ჩაატარა და მისი შედეგებიც სავალალო იყო. 29 ნიმუშიდან 12 მავნე აღმოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system