თავში

ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა

ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა
ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა

ბერმუდის კუნძულების უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის გადაწყვეტილებით საქმეზე "ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ", შვეიცარიულ ბანკს დაევალა პროცესთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების გამჟღავნება.

ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ში “სადაზღვევო პრემიის” სახით $755 მილიონი შეიტანა.

2015 წელს ივანშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაუჩინარდა. 

ქართველმა მილიონერმა ბანკს ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში უჩივლა. 

გაირკვა, რომ ფინანსური დანაშაული Creidt Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 

2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. 

პატრის ლესკადრონმა დანაშაული აღიარა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან აყალბებდა და აფორმებდა გარიგებებს ივანიშვილისგან ავტორიზაციის გარეშე.

Credit Suisse-ი კი აცხადებს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია, თუმცა ეს ვერსია არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს.

2020 წლის თებერვალში ბანკის CEO ტიდჯანე თაიმი თანამდებობიდან გადადგა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system