თავში

ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტო დახმარება მიიღო სახელმწიფომ - დავითაშვილი

ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტო დახმარება
ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტო დახმარება მიიღო სახელმწიფომ - დავითაშვილი

„მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია” - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, აქტივობასა და ღვაწლს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. 

ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ 2012  წლიდან, თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება და მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ. მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადება, რაც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბიძინა ივანიშვილის დაპირება გახლდათ. 

"დაპირება რეალობად იქცა იმ ქმედითი ნაბიჯებით, რომელიც 2012 წელსვე, მყისიერად დაიწყო. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია.
2012 წელს, ძლიერმა სეტყვამ კახეთში ძირითადი სავარგულები გაანადგურა. ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია, რის საფუძველზეც ფერმერებს წარმოების საშუალება მიეცათ. დაიწყო ხვნა-თესვის პროგრამა. პრაქტიკულად ყამირი, დაუმუშავებელი ნიადაგები დამუშავდა, ეს იყო მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა. ადამიანებს, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმედი გაუჩნდათ; მრავალი ადამიანი დაუბრუნდა სოფლის მეურნეობას და ეს იყო პირველი წარმატება”
, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მან ფონდ „ქართუს“ ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშია.

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს", ნახეთ აქ.

ერთადერთი ქართველი მილიარდერი ამბობს, რომ ამით ის არ გაღარიბებულა. ივანიშვილი საქართველოში ბიზნესის მომგებიანობით უკმაყოფილოა. ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, , "ქართუ ბანკის" ქველმოქმედება 55 მილიონი დოლარს უტოლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system