თავში

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს“ კიდევ 2 ობიექტი გადასცა

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს“ კიდევ 2 ობიექტი გადასცა
ბიძინა ივანიშვილმა ფონდ ქართუს“ კიდევ 2 ობიექტი გადასცა

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს“ კიდევ 2 ობიექტი გადასცა. ესენია: კომპლექსი დაბა ბაკურიანში (ქონების ფართი - 7 625 კვ.მ., მიწის ფართი – 88 801 კვ.მ.) და სასტუმრო სიღნაღში (წილი 70%). ამით  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის" ობიექტების გადაცემის პროცედურა დასრულდა.

ტელეკომპანია POSTV-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს” ქონების 95% გადასცა. მათ შორისაა 28 ობიექტი: სოლოლაკის ბიზნესცენტრი, სასტუმრო „პარაგრაფი“, „ლაგუნა ვერე“, „თაბორი რიზორთსი“, ბიზნეს დეველოპმენტი - მწვანე კონცხი, ბიზნეს დეველოპმენტი - ციხისძირი, შპს „სისაიდი ჩაქვი“, ბანკი „ქართუ“ და სხვ.

შეგახსენებთ, ფინანსური რესურსები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კონკრეტული პირობებით გადაეცა: ყველა ობიექტი, რომელიც ფონდის ბალანსზეა, მხოლოდ ქველმოქმედებაზე იქნება მიმართული და, გასხვისების შემთხვევაში, საქმიანობის პროფილი არ შეიცვლება.

POSTV-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ქველმოქმედებაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მან ფონდ „ქართუს“ ჯამში 28 ობიექტი გადაუფორმა. ერთადერთი ქართველი მილიარდერი ამბობს, რომ ამით ის არ გაღარიბებულა. ივანიშვილი საქართველოში ბიზნესის მომგებიანობით უკმაყოფილოა. ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, , "ქართუ ბანკის" ქველმოქმედება 55 მილიონი დოლარს უტოლდება.

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს", ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system