თავში

ბიტკოინი დოლარს ჩაანაცვლებს - ჯეკ დორსი

ბიტკოინი დოლარს ჩაანაცვლებს - ჯეკ დორსი
ბიტკოინი დოლარს ჩაანაცვლებს - ჯეკ დორსი

Twitter-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ბიტკოინი აშშ დოლარს ჩაანაცვლებს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

მომხმარებლის შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა ბიტკოინი დოლარს, დორსიმ უპასუხა - ”დიახ, ბიტკოინი ამას გააკეთებს”.

Twitter-ის დამფუძნებელი  დიდი ხანია, რაც კრიპტოვალუტებს ღიად უჭერს მხარს. ჯერ კიდევ 2017 წელს მის მიერ დაარსებულმა გადახდის კომპანია Square-მა თავის მომხმარებლებს სპეციალური აპლიკაციით ბიტკოინით ვაჭრობის საშუალება მისცა, ხოლო 2018 წელს ჯეკ დორსიმ გამოაცხადა, რომ მომავალში ბიტკოინი შეიძლება  გადახდის ერთადერთი საშუალება გახდეს.

ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

2021 წლის 13 დეკემბერს, კრიპტოვალუტის სექტორმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია. მაინერების მიერ მოპოვებული ბიტკოინის მონეტების რაოდენობამ 90%-ს გადააჭარბა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system