თავში

ბიტკოინის ღირებულება 5%-ით გაიზარდა

ბიტკოინის ღირებულება 5%-ით გაიზარდა
ბიტკოინის ღირებულება 5%-ით გაიზარდა

სავაჭრო ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული დღე-ღამის განმავლობაში 5,09%-ით გაიზარდა.

Binance-ის ბირჟაზე კრიპტოვალუტის ღირებულება 51,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

4 დეკემბერს ბიტკოინის კურსი  დაახლოებით 20%-ით, 42 ათას დოლარამდე დაეცა. ხოლო კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 16%-ით, 2 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა.

ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ინდოეთი გეგმავს აკრძალოს ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ. აღნიშნულ საკითხს ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე განიხილავს.

მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.

ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system