თავში

ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად დაეცა

ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად დაეცა
ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად დაეცა

მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი 43 000 დოლარამდე დაეცა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 6.84%-ით დაეცა და 43,225.28 აშშ დოლარს შეადგენს. 

კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 816,29 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

2021 წლის 13 დეკემბერს, კრიპტოვალუტის სექტორმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია. მაინერების მიერ მოპოვებული ბიტკოინის მონეტების რაოდენობამ 90%-ს გადააჭარბა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system